დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
ავტორი:
2014/ივნისი/18 21:30:02
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომაზე სახელმწიფო პროგრამის – "აწარმოე საქართველოში" მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა ბიზნესმენების დიდი დაინტერესებით სარგებლობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მასშტაბით იმართება პრეზენტაციები, რომელიც 15 ივლისს უნდა დასრულდეს. მისივე განმარტებით, პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ–გვერდზე: http://qartuli.ge/ და ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომრებზე: 2 99 10 44/ 2 99 11 28, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საკუთარი იდეების წარდგენის შესაძლებლობა მიეცემა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ეკონომიკურ საკითხებში, ეკონომიკური საბჭოს მდივანმა რომან ჩხენკელმა ეკონომიკური საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია