დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიგი უგულავა - არჩევნებამდე ყველა შხამს, რაც კი ივანიშვილს ავადმყოფ თავში აქვს, ყველაფერს გამოუშვებს
ავტორი:
2014/აპრილი/12 21:30:02
გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე უკვე მივიდა. როგორც საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაბარება პოლიტიკურია და ხელისუფლების წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილია.
"რამდენადაც ვიცი, "სითი პარკთან" დაკავშირებით ვარ დაბარებული. მსოფლიოს ყველა ქალაქში არსებობენ პარკინგის კონტროლიორები და არავის არ უყვარს ისინი. ამიტომ, წინასაარჩევნოდ ამ თემის წამოწევა წმინდა წყლის წინასაარჩევნო პროპაგანდაა და მეტი არაფერი, იმიტომ, რომ ამით რაღაცა უნდა ილაპარაკონ. რა პრეტენზიები აქვთ, არც ვიცი და არც მაინტერესებს, ჩემი პატარა ბავშვიც კი ხვდება, რომ ბაბუამისს ასამართლებენ ჩემს გამო. "სითი პარკთან" დაკავშირებით, შემდეგ სამეურვეო საბჭოსთან დაკავშირებით, მოკლედ, არჩევნებამდე ყველა შხამს, რაც კი ივანიშვილს თავის ავადმყოფ თავში აქვს, ყველაფერს გამოუშვებენ. პრობლემა სხვა რამეშია. ერთ რამეში, რომ ამ შიზოფრენიას ავრცელებს, როგორც შავ ჭირს ეს ადამიანი და საბოლოო ჯამში მიდის საზოგადოების დაპირისპირება. რის წახალისებასაც მთავრობა ახდენს, ვგულისხმობ ჩასაფრებული ჯგუფების აქეთ-იქით სირბლის და კვერცხების სროლას, მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ამ ხელისუფლებაზე, რომელსაც ნულოვანი რესურსი დარჩა, სხვანაირად შევიდეს კონკურენციაში ოპონენტებთან, არის წერას და შიშს ატანილი, - განაცხადა გიგი უგულავამ.
საგამოძიებო უწყებასტან შეკრებილები არიან უგულავას მხარდამჭერები, მათ შორის, თბილისის მერიის წარმომადგენლები, გამგებლები და პარტიის წევრები.
უგულავა მოწმის სახით დაკითხვაზე "სითი პარკის" საქმეზეა დაბარებული.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1115
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია