დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"დემოკრატიული მოძრაობის" შეფასებით, თბილისის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი რეგლამენტის დარღვევით დაინიშნა
ავტორი:
2014/აგვისტო/07 22:30:03
პარტია "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" შეფასებით, თბილისის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი საკრებულოს რეგლამენტის დარღვევით დაინიშნა.
როგორც "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, თბილისი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აუდიტის სამსახურის უფროსად ბადრი გიორგიძე დაამტკიცეს, თუმცა პარტიამ მის კანდიდატურას სხვადასხვა მიზეზის გამო მხარი არ დაუჭირა.
"კანდიდატის დამტკიცება უნდა მომხდარიყო შემდეგ თანამდებობაზე: "თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის უფროსად" რაც სწორი დეფინიციია, მაგრამ იგი არ არის თანხვედრაში ჩვენი საკრებულოს რეგლამენტთან. კერძოდ, ჩვენივე რეგლამენტის 32-ე მუხლში სიტყვა ,,მერია" ნახსენები არ არის და ამ სამსახურის დასახელება გამოიყურება შემდეგი სახით: ,,თბილისის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახური", ხოლო აღნიშნული დეფინიცია ეწინააღმდეგება, როგორც ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" 78 –ე მუხლს, სადაც სამსახურის დასახელება განსაზღვრულია: ,,თბილისის მერის შიდა აუდიტის სამსახური", ასევე კანონს "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" მე-4 მუხლს, რომლის თანახმად შიდა აუდიტის სუბიექტები იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებში – გამგეობები (მერია).
ამრიგად, სანამ კანდიდატურა გამოვა საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად, აუცილებელია რეგლამენტი მოვიდეს ზემოთ აღნიშნულ კანონებთან შესაბამისობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს კანდიდატს ვნიშნავთ იმ თანამდებობაზე, რომელიც რეგლამენტით განსაზღვრული არ არის. დაშვებული უზუსტობა შესაძლებელია მომავალში, სასამართლო დავის საბაბი გახდეს და გაართულოს ზემოთ ხსენებული სამსახურის მუშაობა", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია