დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გოგა ხაინდრავა - მძღოლისა და კომპანიის გადასაწყვეტი იქნება, რომელ რადიოს მოუსმენენ მგზავრები
ავტორი:
2014/აპრილი/10 13:30:02
თბილისის მიკროავტობუსებში სპეციალური რადიო მაუწყებლობას ერთ კვირაში დაიწყებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განუცხადა.
გოგა ხაინდრავამ დაადასტურა ფაქტი, რომ რადიო "უცნობის" ბაზაზე კომპანია თბილისის მიკროავტობუსთან ერთად სპეციალური რადიო კეთდება, რომლის მოსმენა, მიკროავტობუსების მგზავრების მსგავსად, სხვა რადიო მსმენელებსაც შეეძლებათ.
ხაინდრავას მტკიცებით, მიკროავტობუსის მძღოლებთან ნებაყოფლობთ ხელშეკრულებები გაფორმდება, სადაც მთელი რიგი სოციალური საკითხების უზრუნველყოფა იქნება განსაზღვრული. ხაინდრავას განცხადებით, სპეციალური რადიოს შექმნით, თავად კომპანიის ხელმძღვანელობა არის დაინტერესებული და მათ ჰქონდათ ამაზე მოლაპარაკებები. ხაინდრავამ დასძინა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ იცოდა მისი რადიო გამოცდილების შესახებ, რადგან 6 წლის განმავლობაში ერთ-ერთი რადიოს დირექტორი იყო.
თუ რატომ იქმნება სპეციალურად მიკროავტობუსების მგზავრებისათვის რადიო, ხაინდრავა აცხადებს, რომ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად კომპანიის ხელმძღვანელობას უნდა მივმართოთ.
"რაც ხდება მიკროავტობუსებში, რადიოებთან მიმართებაში, მუსიკასთან მიმართებაში ნორმალურია? მძღოლისა და კომპანიის გადასაწყვეტი იქნება, რომელ რადიოს მოუსმენენ მგზავრები. ერთ კვირაში რადიო მუშაობას დაიწყებს, სპეციალური პროგრამა ჩაირთვება, პროგრამები მუშავდება და უკვე იწერება. ეს პროგრამები იქნება მგზავრთა მოთხოვნილების, გემოვნების გათვალისწინებით და ისინი მრავალფეროვანი იქნება. 09.00 საათამდე მიკროავტობუსების მგზავრები სპეციალურ პროგრამას მოუსმენენ, შემდეგ კი ახალი ამბები და მუსიკა გადაიცემა. ამ რადიოს მოსმენა სხვა რადიომსმენელებსაც შეეძლებათ", - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1159
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია