დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში მთავრობა საჯარო კონსულტაციას გამართავს
ავტორი:
2014/მარტი/18 18:30:02
რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში, ხვალ მთავრობა საჯარო კონსულტაციას გამართავს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული და მიზნად ისახავს, საზოგადოებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში იმ ღონისძიებების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება.
გარდა ამისა, შეხვედრის მიზანია, საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებების, იდეების შეკრება, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები პასუხობდეს და მოქალაქეთა საჭიროებებს შეესაბამებოდეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1119
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია