დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ბერუჩაშვილი იან კიკერტს შეხვდა
ავტორი:
2014/ივლისი/11 15:30:02
ბათუმში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური სექციის დირექტორ იან კიკერტს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იან კიკერტი მონაწილეობას იღებს ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში - "საქართველოს ევროპული გზა".
მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ის დინამიკა, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველო-ავსტრიის ორმხრივ ურთიერთობებში შეინიშნება.
იან კიკერტმა თამარ ბერუჩაშვილს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა მიულოცა და ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაცია კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროპულ ოჯახთან. მან ასევე გამოხატა ავსტრიული მხარის მზადყოფნა, სათანადო დახმარება გაუწიოს საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ავსტრიელ სტუმარს გააცნო ქართული მხარის პოზიცია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და კერძოდ, ნატო-ს უელსის სამიტთან დაკავშირებით.
ავსტრიულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების, კერძოდ, საქართველოში ავსტრიული ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივებზე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს როლზე საქართველოს შემდგომი ეკონომიკური განვითარების პროცესში, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში ქართულ-ავსტრიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია