დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი - ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ახალ საფინანსო ინსტიტუტს ბანკი უნდა დაერქვას, თუ ფონდი
ავტორი:
2014/აპრილი/10 12:30:02
ახალი საფინანსო ინსტიტუტი, რომლის შექმნასაც მთავრობა გეგმავს, სხვადასხვა სახელმწიფო-საინვესტიციო ფონდებს გააერთიანებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, რა იქნება ახალი ინსტიტუტის სახელწოდება – ბანკი თუ ისევ ფონდი, ამაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
"საპარტნიორო ფონდი, ასევე სხვადასხვა ფონდები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროების ქვეშაა გაბნეული, უნდა გაერთიანდეს და მათ ბაზაზე შეიქმნას ერთიანი, უფრო ეფექტურად მართული საფინანსო ინსტიტუტი. ჯერჯერობით ვმსჯელობთ იმაზე, ბანკი უნდა დაერქვას თუ ისევ ფონდი იყოს – შეიძლება დაერქვას განვითარების ფონდი და განვითარების ბანკი. ასე რომ, სახელწოდებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყეტილება მიღებული არ არის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება მანდატს, მინისტრის განმარტებით, ის იქნება ისეთი, რომ არსებულ კომერციულ საბანკო სისტემასთან არ გადაიკვეთოს.
"ამ ინსტიტუტმა უნდა დააფინანსოს განვითარების გრძელვადიანი პროექტები, სადაც გრძლევადიანი კაპიტალია საჭირო, რა ტიპის პროქტებსაც არსებული კომერციული საბანკო სისტემა, როგორ წესი, არ აფინანსებს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ახალ საბანკო სისტემას დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს, გიორგი კვირიკაშვილი ადასტურებს, რომ საგანელიძის კანდიდატურაზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
"საპარტნიორო ფონდს ჰყავს საკმაოდ კვალიფიციური ხელმძღვანელი, თუმცა ახალ ინსტიტუტს ვინ უხელმძღვანელებს, ამაზე, ალბათ, კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება. საგანელიძის კანდიდატურაზე მსჯელობა მიდის, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია