დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„კომერსანტი“: რუსი დიპლომატი სოხუმში ჩრდილოკავკასიელთა დაკვეთით მოკლეს
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 16:14:07
ცოტა ხნის წინ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აფზახეთში რუსეთის საელჩოს პირველი მდივნისა და მისი მეუღლის მკვლელობის გახსნის შესახებ გააკეთა განცხადება. შეგახსენებთ, რომ დმიტრი ვიშერნევი  9 სექტემბერს სოხუმში მოკლეს. გამოძიების თანახმად, დაადგინეს, რომ წყვილს ჩეჩენმა შეიარაღებულმა მებრძოლმა იუსუფ ლაკაევმა ესროლა, დაკვეთა კი მას ჩრდილო კავკასიაში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ მისცა. „კომერსანტის“ ცნობით, 25 წლის ლაკაევი 13 სექტემბერს ბათუმში დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ის ავტომანქანა გააჩერა დოკუმენტების შესამოწმებლად, სადაც ლაკაევი კიდევ ორ პირთან ერთად იმყოფებოდა. ამის შემდეგ ლაკაევმა პატრულს ცეცხლი გაუხსნა. საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაჭრილი ლაკეავი დააკავეს. თუმცა, როგორც აღნიშნავენ, ლაკაევის ავტომანქანის შემოწმება რუსი სპეცსამსახურების მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი. რამდენიმე დღის წინ მათ ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, რომ ბათუმელმა ორმა ვაჰაბიტმა აფხაზეთიდან საიდუმლოდ შეიყვანეს ბათუმში ჩეჩნეთის მოქალაქე, რომლის გამგზავრებასაც მოგვიანებით თურქეთში გეგმავდნენ. არსებული ინფორმაციით, 9 სექტემერბს ლაკაევი წყვილზე თავდასხმას თავიდან თვითნაკეთი ბომბით შეეცადა, თუმცა ბომბი არ ამოქმედდა. ამის შემდეგ მკვლელმა პირადად ესროლა დიპლომატსა და მის მეუღლეს. აფხაზეთის პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების წარმომადგენლის თქმით, მკვლელის ვინაობის დადგენა რუსი კოლეგების დახმარებით გახდა შესაძლებელი. რაც შეეხება მკვლელობის მოტივებს, სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ მკვლელი ჩრდილო კავკასიელი შეიარაღებული ბანდფორმირების დაკვეთით მოქმედებდა, რისი მიზანიც ორ „ქვეყანას“ შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო. აფზახი გამომძიებლების ინფორმაციით, ლაკაევი ერთი თვის წინ არალეგალურად ჩავიდა რუსეთიდან და ბინა დაიქირავა. მან შესანიღბად ახალგაზრდა ქალი და ბავშვიც ჩაიყვანა, რომლებმაც აფზახეთი ზუსტად მკვლელობის წინ დატოვეს. მეზობლების თქმით, იგი მთელი დღეების განმავლობაში ტურისტებთან აფხაზური სუვერუნებით ვაჭრობდა. მკვლელობის შემდეგ იგი ბათუმში საკუთარ ნაცნობებს დაუკავშირდა, რომლებიც ბათუმში შეყვანაში დაეხმარნენ. ცნობილი გახდა, რომ იგი იმ პირებისა და ორგანიზაციების სიაშია შესული, რომლებიც სოჭის ოლიმპიადის ჩატარებას უქმნიან საფრთხეს. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია