დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას უკრაინელი ბავშვების საქართველოში ჩამოყვანის წინადადებით მიმართავს
ავტორი:
2014/აგვისტო/10 14:30:03
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას უკრაინის აღმოსავლეთიდან ევაკუირებული ბავშვების საქართველოში ჩამოყვანის წინადადებით მიმართავს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, უკვე რამდენიმე დღეა უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებიდან ქალებისა და ბავშვების ევაკუაციას ახდენს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველომ მხარდაჭერა გამოხატოს უკრაინის მიმართ.
"ჩვენ გვინდა მივმართოთ წინადადებით საქართველოს ხელისუფლებას გაუკეთონ ორგანიზება, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან განსაკუთრებით ლუგანსკისა და დონეცკის ოლქიდან ევაკუირებული ბავშვების გარკვეული რაოდენობის, რამდენიმე ასეული ბავშვის ჩამოყვანა მაინც მოხდეს საქართველოში ერთი თვე, ან თვენახევარი. ამის გაკეთება საზაფხულო ბანაკების ფორმით შესაძლებელია, ან ასევე შესაძლებელია სხვა ფორმის გამონახვა. ჩვენი აზრით, ეს წმინდა ჰუმანიტარული ხასიათის აქცია იქნება", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ამას ძალიან დიდი რაოდენობით თანხა ბიუჯეტიდან არ დასჭირდება და შეიძლება ფინანსების მოძიება საერთშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებიდან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1071
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია