დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გედევან ფოფხაძე - მნიშვნელოვანია პოლიტსაბჭოში წარმოდგენილი იყოს იმ ღირებულებების და შეხედულებების ადამიანები, რომლებიც ჩვენი პოზიციის გამტარებლები იქნებიან
ავტორი:
2018/აპრილი/27 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/fofxadze_3c176.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/490200-gedevan-fofkhadze-mnishvnelovania-politsabtcoshi-tsarmodgenili-iyos-im-ghirebulebebis-da-shekhedulebebis-adamianebi-romlebic-chveni-poziciis-gamtareblebi-iqnebian.html", "headline": "გედევან ფოფხაძე - მნიშვნელოვანია პოლიტსაბჭოში წარმოდგენილი იყოს იმ ღირებულებების და შეხედულებების ად...", "datePublished": "2018-04-27 11:18:39", "dateModified": "2018-04-27 11:18:39", "description": "თუკი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო კონიუნქტურაზე მორგებული პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება, ეს პარტიასაც...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/fofxadze_3c176.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუკი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო კონიუნქტურაზე მორგებული პოლიტიკოსებით დაკომპლექტდება, ეს პარტიასაც დააზარალებს და პოლიტსაბჭოსაც, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომელიც პოლიტსაბჭოს ერთ–ერთი წევრია.

როგორც ფოფხაძემ განმარტა, მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს პირადად დარჩება თუ არა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში. ფოფხაძის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია პოლიტსაბჭოში იყოს ხალხი, ვისთანაც ღირებულებითი თანხვედრა აკავშირებს.

„მნიშვნელოვანია პოლიტსაბჭოში წარმოდგენილი იყოს იმ ღირებულებების და შეხედულებების ადამიანები, რომლებიც ჩვენი პოზიციის გამტარებლები იქნებიან. როგორი განწყობა და ტკივილი არის საზოგადოებასა და ქუჩაში, იმის მიმტანი უნდა იყოს პოლიტსაბჭოში. თუკი პოლიტსაბჭო კონიუნქტურაზე მორგებული პოლიტიკოსებით დაკომპლექტება, ეს პარტიასაც დააზარალებს და პოლიტსაბჭოსაც. დღეს პოლიტსაბჭოს მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არის ფუნქციონირებადი. მთავარი დამოკიდებულება არის ის, რომ ჩემი პოზიცია და გულისტკივილი ვინმემ პოლიტსაბჭოში მიიტანოს. პიროვნულად ვიქნები თუ არა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

აქვე ფოფხაძემ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე მისი მხრიდან უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან გასვლის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 487
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია