დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2014/აპრილი/09 12:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ მარტინ ლიდეგორდს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრის ძირითადი თემა საქართველოსა და დანიას შორის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები და ურთიერთობის სფეროების გაფართოება იყო. მხარეებმა ასევე იმსჯელეს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას, აღმოსავლეთ პარტნიორობას და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს. მარტინ ლიდეგორდმა საქართველოსადმი სრული მხარდაჭერა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა დანიის სამეფოსთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანიის დახმარება ადამიანთა უფლებების დაცვის, დროებით ადგილნაცვალ პირთა დახმარების, მედიის თავისუფლების მხარდაჭერისა და ეკონომიკური მიმართულებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე იენს კისლინგი, ევროპული სამეზობლო დეპარტამენტის დირექტორი მაიკლ სუარი, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მერეტე ჯული, დანიის საპატიო კონსული საქართველოში ესბენ ემბორგი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია