დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - გვჯერა, რომ უკრაინა გამონახავს საშუალებას, თავი დააღწიოს კრიზისს
ავტორი:
2014/თებერვალი/01 21:00:02
საქართველოს პრემიერი-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინა გამონახავს საშუალებას, თავი დააღწიოს კრიზისს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.
"ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის ხელისუფლება ხალხთან, ოპოზიციასთან ერთად გამონახავს საშუალებას თავი დააღწიოს შექმნილ კრიზისულ სიტუაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
მისივე თქმით, ის ფიქრობს, რომ ევროკავშირი, სხვა ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, შეკრიბებიან და გამონახავენ გზებს სიტუაციის გადასაწყვეტად.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია