დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ალასანია - დაძაბული დიპლომატიური საქმიანობაა ჩასატარებელი, რომ მოვამწიფოთ ის შედეგი, რასაც ნატო-ს სამიტისგან ველით
ავტორი:
2014/აპრილი/07 17:30:02
ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის მომგებიან პოზიციაში, რომ ნატო-ს სამიტზე მოხდეს ახალი ინსტრუმენტის შეთავაზება საქართველოსთვის , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
თავდაცვის მინისტრი ნატო-ს კვირეულის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.
"ეს კონფერენცია არის ძალიან დროული. აქ იყო მსჯელობა იმაზე, თუ რა დიდი პროგრესია საქართველოში ნატო-სთან დაახლოების კუთხით, თავდაცვის რეფორმების, პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების. ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის მომგებიან პოზიციაში, რომ ნატო-ს სამიტზე მოხდეს ახალი ინსტრუმენტის შეთავაზება საქართველოსთვის. უახლოეს დღეებში, ივნისის ჩათვლით იქნება ძალიან მრავალმხრივი დაძაბული დიპლომატიური და სამხედრო დიპლომატიური საქმიანობა ჩასატარებელი, რომ მოვამწიფოთ, ის პოზიცია, ის შედეგი ნატო-ს სამიტისგან, რასაც საქართველოს საზოგადოების დიდი უმრავლესობა ელოდება. ასე, რომ სამუშაო იქნება გასაწევი დღეიდან ივნისის ჩათვლით, რაც მთავარია გამოიკვეთა ის მიმართულებები, რაზეც ჩვენ აუცილებლად გვექნება როგორც პარტნიორებთან, კონკრეტულ ქვეყნებთან დიალოგი, ასევე თავად ნატო-ს წარმომადგენლებთან. მინდა აღვნიშნო, რომ თავდაცვის რეფორმების შეფასების საბოლოო დოკუმენტის გამოქვეყნება სწორედ ივნისისთვის იგეგმება, რაც უნდა გახდეს ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი ქვეყნის კვალიფიკაციისთვის ნატო-ს სამიტზე, ამიტომ სამხედრო თავდაცვის კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღიშნა ირაკლი ალასანიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია