დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანდრო ბარნოვი - ალბათ მიხიელ სააკაშვილი თვითონ იტყვის, დაესწრება თუ არა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას
ავტორი:
2013/ოქტომბერი/30 19:00:02
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრო ბარნოვი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლად არჩეული პრეზიდენტის , გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება.
როგორც ანდრო ბარნოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ იცის პრეზიდენტი ამას თავად გამოაცხადებს თუ არა, მაგრამ მას შეუძლია საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
"ხელისუფლების ცვლა ზოგადად გულისხმობს რაღაცის გაგრძელებას. ჩვენ არ შეიძლება ყოველი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მთლიანად დავხუროთ წიგნი, მოვისროლოთ წყალში და მერე ახალი წიგნის წერა ან ჯღაბნა დავიწყოთ. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ჯერ ინაუგურაციას ელოდება, აცხადებს, რომ არ შემოვა ამ შენობაში, რომელიც არის არა კერძო პირის საკუთრება, არამედ სახელმწიფოს საკუთრება, სიმბოლო. ამ რეზიდენციის აშენებაში საკმაოდ დიდი თანხა ჩაიდო და ეს ყველას უნდა ეკუთვნოდეს. ძალიან მტკივნეულია, როდესაც ახალი მთავრობა ხელს კრავს ყველაფერ იმ პოზიტიურს, რაც წინა მთავრობამ შექმნა. ამიტომ, რამდენად ლოგიკური იქნება, რომ ხელი ჩამოართვა კანდიდატს ან არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც ხელს კრავს ყველაფერს იმას, რაც შენ გაგიკეთებია, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მე მგონია, რომ ის არ დაესწრება, თუმცა ალბათ თვითონაც იტყვის ამას",-განაცხადა ბარნოვმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1216
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია