დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას ითხოვს
ავტორი:
2018/თებერვალი/26 20:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze_2b438.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/480317-saqarthvelo-okupirebul-teritoriebze-adamianis-uflebatha-umaghlesi-komisris-ofisis-dashvebas-ithkhovs.html", "headline": "საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას ითხოვს", "datePublished": "2018-02-26 16:42:52", "dateModified": "2018-02-26 16:42:52", "description": "ჩემი ვიზიტის უმთავრესი მიზანია მოვახდინო საერთაშორისო საზოგადოების, გაერო-ს წევრი ქვეყნების და ინსტი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAATEB/janelidze_2b438.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ჩემი ვიზიტის უმთავრესი მიზანია მოვახდინო საერთაშორისო საზოგადოების, გაერო-ს წევრი ქვეყნების და ინსტიტუტების მაქსიმალური მობილიზება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს მონაწილეობისა და გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქართული მხარე მოითხოვს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარებასა და ძალადობის კონკრეტულ ფაქტებზე საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩართულობას და რეაგირებას და ადგილზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას.

„მე მივაწოდე ინფორმაცია არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ჩვენი მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით, როგორც გაეროს გენერალურ მდივანს, ასევე, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებს. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო ინსტიტუტების და საზოგადოების აქტიურ ჩართულობას და რეაგირებას. ჩვენ ვითხოვთ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც ასახულია რეზოლუციაში, რომელსაც წარვადგენთ ამ სესიაზე. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული რეზოლუცია იქნება მხარდაჭერილი საბჭოს მიერ“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიაზე, შეხვედრა გამართა გაერო-ს გენერალურ მდივანთან და კოლეგა მინისტრებთან. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს და გაერო-ს ჟენევის ოფისის გენერალურ დირექტორს შეხვდება.




თემა: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა ცხინვალში გუდაურის გადასახვევთან, ცენტრალური გზის სავალი ნაწილი სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 512
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია