დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თამარ ჩერგოლეიშვილი, მეუღლის დაჭერის შემთხვევაში, ივანიშვილსა და ღარიბაშვილს ჯოჯოხეთის მოწყობას პირდება
ავტორი:
2014/აპრილი/04 15:30:03
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი, ბოკერიას დაჭერის შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს "ჯოჯოხეთის მოწყობას პირდება".
ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა დღეს პროკურატურასთან განაცხადა, სადაც გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე იმყოფება.
"ბიძინა ივანიშვილი გიგას დაჭერას აანონსებს, უკვე წელიწადნახევარია. ნებისმიერი საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, მას ახსენდება რაღაც ხარჯები, რომელიც თურმე ლობისტებზე დაიხარჯა – ასე გამოიყურება პროვინციული ჰაკიმ ფაშიზმი. მაგრამ, არა უშავს, ვნახოთ, რეალურად ეს მოწმის სახით დაკითხვაც ხომ ფარსია. ბრალის წაყენება უნდათ ხომ? ვნახოთ, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. სადაც ნელსონ მანდელა იჯდა ციხეში 23 წელი, რამენაირად ჩემი ქმარიც ამას გადაიტანს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და ღარიბაშვილს ვპირდები, რომ ჯოჯოხეთს მოვუწყობ",-აცხადებს ჩერგოლეიშვილი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია