დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გედევან ფოფხაძე - თუ ხელოვნური ბარიერები გაქრება, რომელიც აფხაზებთან ურთიერთობაში გვიშლის ხელს, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აღდგება ჩვენი ურთიერთობები
ავტორი:
2018/მაისი/24 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/fofxadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/494909-gedevan-fofkhadze-thu-khelovnuri-barierebi-gaqreba-romelic-afkhazebthan-urthierthobashi-gvishlis-khels-dartsmunebuli-var-dzalian-male-aghdgeba-chveni-urthierthobebi.html", "headline": "გედევან ფოფხაძე - თუ ხელოვნური ბარიერები გაქრება, რომელიც აფხაზებთან ურთიერთობაში გვიშლის ხელს, დარწ...", "datePublished": "2018-05-24 13:38:13", "dateModified": "2018-05-24 13:38:13", "description": "თუ ხელოვნური ბარიერები გაქრება, რომელიც აფხაზებთან ურთიერთობაში გვიშლის ხელს, დარწმუნებული ვარ, ძა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/fofxadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თუ ხელოვნური ბარიერები გაქრება, რომელიც აფხაზებთან ურთიერთობაში გვიშლის ხელს, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აღდგება ჩვენი ურთიერთობები და ჩვენ ერთიან კულტურულ სივრცეში მოვხვდებით, - ამის შესახებ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფოფხაძემ განცხადება გააკეთა თემაზე - “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და აფხაზეთი“ - საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე.

“იმ ყველაფერს, რაც დღეს ხდება არა ეთნიკური, არამედ მორალური ნიშანი აქვს. ის ადამიანები, ვისაც უნდა აფხაზების სიკეთე, აფხაზეთის სიკეთე, საქართველოს სიკეთე, ყველანი ერთ პოზიციაზე დგანან და ფიქრობენ იმაზე, რომ ეს იყოს ერთიანი ქართული სახელმწიფოს ფარგლებში. სხვაგვარი მორალური არჩევანი ნამდვილად არ არსებობს. თუ გაქრება ხელოვნური ბარიერები, რომელიც ხელს გვიშლის წარსულის გათვალისწინებით დღეს, აფხაზებთან ურთიერთობაში, დარწმუნებული ვარ ძალიან მალე აღდგება ჩვენი ურთიერთობები და ჩვენ მოვხვდებით ერთიან კულტურულ სივრცეში“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ღონისძიებაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აკადემიური წრეებისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“დღეს იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ვისაუბროთ საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაზე, და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პირობებში ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. ეს არის თემა რომელიც გვაძლევს საფუძველს ვისაუბროთ მომავალზე და ვიფიქროთ გამოსავალზე“, - აღნიშნა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე, ერთიან დამოუკიდებელ სახელმწიფოში -1918 წლის მაისი - 1921 წლის თებერვალი - სამწლიანი თანაცხოვრების, ქართული სახელმწიფოსა და აფხაზეთის ავტონომიის მშენებლობის გამოცდილებასთან დაკავშირებით, მოხსენება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯემალ გამახარიამ წარადგინა.

“26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი და მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს, XV საუკუნის ბოლოს დაშლილი ერთიანი ქართული სახელმწიფო მკვდრეთით აღდგა. ჩვენს ერში ვერ ჩაკლეს სახელმწიფოებრიობის შეგრძნება, სახელმწიფოებრივი აზროვნება, სახელმწიფოს აღდგენისკენ მისწრაფება, სახელმწიფოს აღდგენის შინაგანი მოთხოვნილება“, - განაცხადა მომხსენებელმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის შეფასებით, 1918-1921 წლები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომელიც გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. მისი შეფასებით, ქართველებმა და აფხაზებმა დამოუკიდებელ დემოკრატიულ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაარსებობა მოახერხეს.

ჯემალ გამახარიამ ხაზგასმით აღნიშნა, აფხაზეთის მკვიდრთა განსაკუთრებული დამსახურება, მათი გამორჩეული როლი და ადგილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებასა და მშენებლობაში. მან მოხსენებისას, ამ საქმეში, კონკრეტული ადამიანების დამსახურებებზე და ღვაწლზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ აქ ვისმენთ მეცნიერულ ანალიზს ძალიან საინტერესო პერიოდზე. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა კონკრეტული აფხაზი პიროვნებების ისტორია. წინადადება მაქვს შეიქმნას კომისია, რომელიც ყურადღებას მიაქცევს თუ რას ფიქრობენ ამ ადამიანების შთამომავლები. დღეს გამართული დისკუსიიდან გამომდინარე მივიღეთ საკმარისი ინფორმაცია განსჯისთვის და გარკვეული სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბებისთვის, რასაც ყველანაირად მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრმა გიორგი ვოლსკიმ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის უნდა მოხდეს მედიატორის გარეშე დიალოგი. მისივე თქმით, 1991წელს, საქართველოს მიეცა აფხაზურ მხარესთან ჩრდილოელი მედიატორის გარეშე დიალოგის წარმოების საშუალება და მოხერხდა კიდეც სერიოზულ საკონსტიტუციო საკითხებზე შეთანხმების მიღწევა.

„დღეს ვითარება განსხვავებულია, მაგრამ მე მჯერა, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც, დადგება ის დრო, როდესაც ჩვენ, აფხაზებთან ერთად ჩრდილოელი მედიატორის გარეშე მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას და ჩვენი თანაცხოვრების მდიდარი გამოცდილებისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით აუცილებლად მივაღწევთ შეთანხმებას“, - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

გედევან ფოფხაძემ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ქართული პოლიტიკური და სამეცნიერო აზრის თანხვედრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ძალიან მნიშვნელოვანია ქართული პოლიტიკური და სამეცნიერო აზრის თანხვედრა ყველა იმ საკითხში, რომელიც აფხაზეთის საკითხებთანაა დაკავშირებული. მეცნიერული აზრი არ იქნება პრაქტიკული, ქმედითი რესურსი თუ მას პოლიტიკური აზრიც არ ახლავს და თუ პოლიტიკური აზრი არ იქნება მეცნიერული ცოდნის საფუძვლით გაძლიერებული, ასეთი პილიტიკური აზრიც ძალიან სუსტი იქნება მიზნის მიღწევაში. ამიტომ, ეს ურთიერთობა გადავზარდოთ ისეთ სინთეზში, რომ პოლიტიკური და მეცნიერული აზრი ერთობლივად გამოვიყენოთ იმ საერთო მიზნის მისაღწევად რასაც ყველა ვემსახურებით“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 456
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია