დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჩაკ ჰეიგელი საქართველოს მხრიდან ამერიკული სამხედრო ვერტმფრენების შეძენას აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს
ავტორი:
2014/სექტემბერი/07 13:30:02
ფოტო ამერიკის შეერტებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოს მხრიდან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების შეძენას აუცილებელ ნაბიჯად მიიჩნევს , - ამის შესახებ ჰეიგელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საუბარი გაგრძელდება.
"მე და მინისტრმა განვიხილეთ ის პაკეტი, რომელიც ნატო-ს მიერ იქნა გამოყოფილი საქართველოსთვის უელსის სამიტზე. ეს პაკეტი გულისხმობს თავდაცვის სფეროში გაზრდილი შესაძლებლობების განვითარებს საქართველოში, ასევე კავშირების გამყარებას და შეთავსებადობის ზრდას. საქართველო არის ერთ-ერთი იმ ხუთი სახელმწიფოდან, რომელმაც მიიღო მზარდი შესაძლებლობების მქონე პარტნიორის სტატუსი. პაკეტის მიღება ნატო-ს სამიტზე იყო პრიორიტეტი ამერიკისთვის. ამერიკა შეეცდება შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი ამ ძალისხმევაში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას საქართველოსთან. მე და მინისტრმა განვიხილეთ ის აუცილებელი ნაბიჯები საქართველოსთვის, რომ შეიძინონ ამერიკული სამხედრო ვერტმფრენები", - განაცხადა ჰეიგელმა.
მისი თქმით, საქართველოს ახალი სტატუსი, როგორც გაძლიერეული შესაძლებლობის მქონე პარტნიორი, არის ეტაპი მის მზადებაში ნატო-ს წევრობისკენ
"ეს არის ის მიზანი, რომელიც ნატო-ს სახელმწიფოთა ლიდერებმა კვლავ დაადასტურეს", - განაცხადა ჰეიგელმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია