დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თელავში საინფორმაციო კამპანია "ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში" გაიმართება
ავტორი:
2014/აპრილი/04 09:30:02
თელავში საინფორმაციო კამპანია "ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში" გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" აცნობეს, კამპანიის ფარგლებში რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება. დღეს, 13:00 საათზე თელავის უნივერსიტეტში სტუდენტები შეხვდებიან ჟურნალისტებს და გენდერის ექსპერტებს და გაიმართება დისკუსია "ქალი პოლიტიკაში".
5 აპრილს, 12:00 საათზე, ერეკლეს გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა; იმავე დღეს, 13:00 საათზე ბატონისწყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ავტო-შოუ, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი ქალები და მამაკაცები. 16:00 საათზე კი გაიხსნება "თანასწორობის ხეივანი" - ჟურნალისტები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები, მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დარგავენ 50 ხეს, რაც სიმბოლურად უკავშირდება ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სასურველ პროცენტს.
კამპანიიის მიზანია 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ ქალების მოტივირება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში როგორც კანდიდატებმა, ასევე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისს და ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.
ღონისძიებებს გახსნიან და მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენელები, დეპუტატები, კახეთის გუბერნატორი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები, თელავის გამგებელი, საერთაშორისო, არასამთავრობო, სამთავრობო და კერძო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
ღონისძიებების მხარდამჭერები არიან თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო; თელავის გამგეობის კულტურის სამსახური; გენდერული თანასწორობის ქსელი; თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გაზეთი "კახეთის ხმა"; ტელეკომპანია "თანამგზავრი", სანერგე მეურნება "საქართველოს ნერგები".
კამპანია იმართება პროექტის "ჟურნალისტები გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დახმარებით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1499
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია