დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი გაჩეჩილაძე - რეზოლუციას მხარს ვუჭერთ, მაგრამ კარგი იქნებოდა, იგი მხოლოდ უმრავლესობას მიეღო
ავტორი:
2018/მარტი/21 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/gachechiladze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484246-giorgi-gachechiladze-rezolucias-mkhars-vutcerth-magram-kargi-iqneboda-igi-mkholod-umravlesobas-miegho.html", "headline": "გიორგი გაჩეჩილაძე - რეზოლუციას მხარს ვუჭერთ, მაგრამ კარგი იქნებოდა, იგი მხოლოდ უმრავლესობას მიეღო", "datePublished": "2018-03-21 12:44:06", "dateModified": "2018-03-21 12:44:06", "description": "რეზოლუციას მხარს ვუჭერთ, მაგრამ კარგი იქნებოდა, იგი მხოლოდ უმრავლესობას მიეღო, - ამის შესახებ საპარლ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/gachechiladze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რეზოლუციას მხარს ვუჭერთ, მაგრამ კარგი იქნებოდა, იგი მხოლოდ უმრავლესობას მიეღო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი გაჩეჩილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის რეზოლუციას განიხილავენ.

„უმრავლესობაში წარმოდგენილია სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებების 116 კაცი, 8 ფრაქცია და 5 პარტია. ეს უმრავლესობაა, რომელმაც თავის თავზე აიღო იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული და ბუნებრივია, რომ სასურველი არ არის, მას ამგვარ საკითხებთან დაკავშირებით კონტაქტი ჰქონოდა ისეთ ფრაქციებთან და პარტიებთან, რომლებიც უშუალო მონაწილეები არიან, თუ არა შემქნელები, იმ უბედურებისა, რომლებიც ჩვენს საქართველოს დაატყდა თავს. აი, ხომ ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ერთობლივი პოზიციით გამოვდივართ, მაინც ეს ხალხი, რომელმაც უდიდესი ცოდვა ჩაიდინა და შეცდომა დაუშვა სახელმწიფოს წინაშე, აქეთ გვდებენ ბრალს, გვლანძღავს და გვაყენებს შეურაცხყოფებს. ამას ხომ წერტილი უნდა დაესვას“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ამასთან, გაჩეჩილაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიგა ბოკერიას საპასხუოდ აღნიშნა, რომ უმრავლესობაში შემავალი პარტიები არა „ქართული ოცნების“ სატელიტები არიან, არამედ ერთ გუნდს წარმოადგენენ.

„სატელიტები სხვა რამეა და თუ გინდათ არ განვმარტო რა არის, ჩართეთ ქართული მედია, მარტო „რუსთავი 2“-ს არ ვგულისმობ და ნახეთ, როგორ ხართ გამოჭიმულები 24 საათი სხვადასხვა არხზე, როგორ ბენეფისებს გიკეთებენ სხვადასხვა ტელევიზიები მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობაშია 5 პარტია და ჩვენ ეს ტელევიზიები არ გვეკარებიან“, - დასძინა გიორგი გაჩეჩილაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია