დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქუთაისს არც მერი ყავს და არც მერობის მოვალეობის შემსრულებელი
ავტორი:
2013/სექტემბერი/13 15:20:02
ქუთაისის საკრებულოს  რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის მერის, დიმიტრი კოპალიანის  თხოვნა დააკმაყოფილეს. კოპალიანის განცხადებას  თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მხარი საკრებულოს წევრებიდან 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამ ეტაპზე ქუთაისს არც მერი ჰყავს და არც მერის მოვალეობის შემსრულებელი. საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თქმით, მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსულტაციის შედეგად დაინიშნება, ხოლო გამოცხადდება თუ არა კონკურსი მერის თანამდებობის დასაკავებლად, ეს ამ დროისათვის უცნობია.  შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერად პრემიერის ფავორიტი დიმიტრი კოპალიანი 28 მაისს აირჩიეს და არჩევიდან მოკლე ხანში მას საკრებულოსთან პრობლემები შეექმნა. საკრებულოსთან დაპირისპირება 11 სექტემბერს კოპალიანის გადადგომით დასრულდა. დიდი ინტერესი გამოიწვია თავად გადადგომის განცხადებამ.   კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტის განცხადება ხელითაა დაწერილი და მხოლოდ ერთი წინადადებისგან შედგება. მიუხედავად ამისა, ის გრამატიკულად გაუმართავია და ტექსტში ერთი ასო გადახაზულია. ასევე აღსანიშნავია, რომ კოპალიანი თავის თავს "ბატონ დიმიტრი კოპალიანად" მოიხსენიებს. ქუთაისის ყოფილი მერი საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად მაშინ მოექცა, როდესაც პირველ საჯარო გამოსვლისას დაიბნა და დაწერილი ტექსტი ვერ წაიკითხა.  ქუთაისში, კიდევ ერთი სკანდალი დიმიტრი კოპალიანის მერიის შენობაში დაკარგვამ გამოიწვია. კოპალიანს შენობაში გზა აებნა და შველა ტელეფონით ითხოვა, თუმცა მისი პოვნა „მაშველებსაც“ გაუჭირდათ. br />
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1236
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია