დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ოქრუაშვილი - გორის არჩევნები ჩემთვის გარკვეული სახით თავის ატკიებაა
ავტორი:
2014/მარტი/07 22:30:04
გორის არჩევნები ჩემთვის დაახლოებით მესამე ლიგის თამაში და გარკვეული სახით თავის ატკიებაა, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის მიუხედავად, პოლიტიკაში დაბრუნებისა და გორის მერად კენჭისყრის გადაწყვეტილება მიიღო, რაც "შექმნილმა სიტუაციამ, არსებულმა ინერტულობამ და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებამ გადააწყვეტინა".
"არ ვაპირებდი პოლიტიკისკენ გახედვას, მაგრამ შექმნილმა სიტუაციამ, ინერტულობამ, იმ სპეციფიურმა გარემომ და განსაკუთრებით გორში არსებულმა, მაიძულა ეს ნაბიჯი გადამედგა. ერთწლიანი დაკვირვების შედეგად მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე ამ ქალაქის მიმართ გარკვეულწილად დავალებული ვარ – პირველი, იმის გამო, რომ 2003 წელს დიდი მანდატი მომცეს, როცა პარლამენტის წევრად ამირჩიეს, მეორე იმის გამო, რომ მთელი გასული წლების ბატალიების შედეგად რეპრესიები თუ რომელიმე ქალაქს დაატყდა, ეს იყო გორი. ჩემთვის გორის არჩევნები არის დაახლოებით მესამე ლიგის თამაში, ესაა გარკვეული სახით თავის ატკიება, მაგრამ მივიღე ეს გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ბევრი რამ შემეცვალა ამ ქალაქში, ბევრი ინოვაცია შემომეტანა, თუნდაც ხალხში ხელისუფლებისადმი გაჩენილი ნიჰილიზმი ერთხელ და სამუდამოდ აღმომეფხვრა", - განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისივე აზრით, გორს არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ ჰქონდა სათანადო დაფასება და ხალხი მომავალს ახლაც არა იმედის თვალით, არამედ შიშით უყურებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია