დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით დამატებით კიდევ ერთი მატარებელი იმოძრავებს
ავტორი:
2014/აპრილი/02 17:30:02
თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით დამატებით, კიდევ ერთი მატარებელი იმოძრავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში , დადიანების სასახლეში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა. ზუგდიდის მკვიდრმა, პრემიერს მიმართა, რომ თბილისი-ზუგდიდის მატარებელი მხოლოდ სამი ვაგონისგან შედგება და ეს საკმარისი არ არის. მან პრემიერს სთხოვა, ზუგდიდელებს ეს პრობლემა გადაუჭრან.
ამასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ თემაზე მას საუბარი ჰქონდა სამეგრელოს გუბერნატორთან და საკითხი მოგვარებულია.
"ჩვენ უკვე დავავალეთ საქართველოს რკინიგზას. სულ მალე დაიწყება და 4 სექციანი მატარებელი, მაღალსიჩქარიანი ვაგონები დაემატება. იქნება როგორც ღამის, ასევე დღის რეისები", -აღნიშნა პრემიერმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1007
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია