დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ხვალიდან პარლამენტი მუშაობას განაახლებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/29 15:00:03
ხვალიდან პარლამენტი მუშაობას განაახლებს. პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ, 12:00 საათისთვის ჩაინიშნა, მანამდე კი ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატიები განსახილველ საკითხთა დღის წესრიგზე შეჯერდებიან.
პარლამენტს უახლოესი პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. კერძოდ, მან უნდა განახორციელოს ახალი მთავრობის ფორმირება, რადგან მოქმედს პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება.
არ არის გამორიცხული პარლამენტის უახლოეს დღის წესრიგში კონსტიტუციასთან დაკავშირებული ის კანონპროექტები შევიდეს, რომელიც პარლამენტის ადგილმდებარეობას და კონსტიტუციური კვორუმის გამარტივებას ეხება. როგორც ცნობილია, მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიის, ანუ თებერვლის სხდომების გახსნას თბილისში გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მანამდე პარლამენტმა ის საკონსტიტუციო ცვლილება უნდა დაამტკიცოს, რომლის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოს ადგილად ქუთაისი განსაზღვრული არ იქნება. რაც შეეხება საკონსტიტუციო კვორუმთან დაკავშირებულ პროექტს, თუკი მას პრეზიდენტის ინაუგურაციმდე არ მიიღებენ, უკვე ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შედის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციის გადასინჯვისთვის საჭიროა ხმების 3/4.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც დეპუტატები პლენარული სხდომის ფორმატში იმსჯელებენ, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტია.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ოქტომბრიდან მუშაობა საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეაჩერა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1232
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია