დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის
ავტორი:
2017/სექტემბერი/10 19:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-10 15:37:12", "headline" : "ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/893e05cad8b753e8cecf8f367a6d4bd0.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451449-chokhatauris-merobis-kandidati-mmarthvel-gunds-gamockhadebuli-ndobisthvis-madlobas-ukhdis.html", "headline": "ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის", "datePublished": "2017-09-10 15:37:12", "dateModified": "2017-09-10 15:37:12", "description": "პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა დღეს, პრემიერ-მინისტრმა, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/893e05cad8b753e8cecf8f367a6d4bd0.jpg", "height": 470, "width": 246 } } პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა დღეს, პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნებიდან“ აცნობეს, ირაკლი კუჭავამ მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ქართულ ოცნებას“ კვლავ წარდგენისთვის, ამჯერად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერად. სამი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. გვაქვს ზუსტი გეგმა, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ასევე, გვაქვს ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა და ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ პირველივე ტურში, დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ირაკლი კუჭავამ.

„ქართული ოცნებიდან“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე იქნება, ლანჩხუთის - ალექსანდრე სარიშვილი, ხოლო ჩოხატაურის - ირაკლი კუჭავა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 694
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია