დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტში ზვიად გამსახურდიას 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
ავტორი:
2014/მარტი/30 18:00:02
პარლამენტის თბილისის სასახლეში ხვალ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 75 წლის იუბილისადმი და 1990 წლის 31 მარტს ჩატარებული პირველი რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის წევრები, 1990 წლის მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
საზოგადოებას სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და უზენაესი საბჭოს წევრები მიმართავენ.
ღონისძიებას ფონად ექნება ფოტოკოლაჟი და უხმო ვიდეო კადრები.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1128
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია