დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვაშაძე - მოლაპარაკებები რომ დავიწყოთ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ 2020 წელს გვექნება პროპორციული საარჩევნო სისტემა
ავტორი:
2017/აგვისტო/18 20:00:01
მოლაპარაკებები რომ დავიწყოთ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ 2020 წელს გვექნება პროპორციული საარჩევნო სისტემა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისი თქმიოთ, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორს და პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ერთიანი შეხედულება, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკითხზე მსჯელობა სხვა ფორმატში ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგრძელდება.

”საკითხი, ერთის მხრივ, რთული და ერთის მხრივ მარტივია. სამოქალაქო სექტორმაც გაავრცელა საკუთარი პოზიცია და ამ პოზიციაზე დგას მთელი ოპოზიციური სპექტრი. მოლაპარაკებები რომ დავიწყოთ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა თქვას, რომ 2020 წელს ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება სხვა მუხლებზე და საკითხებზე საუბარი. თუ „ქართული ოცნება“ იტყვის, რომ ამ საკითხებზე არ ვსაუბრობთ, სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო სექტორმა უკვე თქვა, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს და გამოდის, რომ ოცნება არ ფიქრობს არანაირ შეთანხმებაზე და აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას. ამ შემთხვევაში შევხვდებით ვენეციის კომისიის ფორმატში საქართველოს ფარგლებს გარეთ და იქ გავაგრძელებთ აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარს”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 786
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია