დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვახტანგ კომახიძე - ზურაბ ადეიშვილის გარეშე ჟვანიას გარდაცვალების საქმის ფალსიფიცირება ვერ მოხდებოდა
ავტორი:
2014/მარტი/22 00:00:05
ჟვანიას გარდაცვალების საქმის ფალსიფიცირება ვერ მოხდებოდა ზურაბ ადეიშვილის გარეშე და პრეზიდენტი სააკაშვილი მინიმუმ საქმის კურსში უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერში ჟენევიდან ჩართვისას ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ განაცხადა.
"ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უნდა ვისაუბრო იმ თემაზე, რის ელფერსაც ქმნიან, რომ თითქოს იყო რაღაცა უხერხულობა, რის დაფარვასაც ცდილობდა ის ხელისუფლება და ამის გამო მადლიერებას ელოდა ოჯახისა და საზოგადოებისგან. თუ ეს ასე იყო, რატომ ვერ მიიღო ეს სიკეთე ოჯახმა ყოველგვარი ქექვის გარეშე და რატომ დაუპირისპირდა გოგლა ჟვანია მათ", - აღნიშნა კომახიძემ.
მისივე თქმით, დიდი ალბათობით, მოხდა საქმის მასალების ფალსიფიცირება. ჟურნალისტი საუბრობს იმის თაობაზეც, რომ ექსპერტი, აწ გარდაცვლილი ლევან სამხარაული მითითებებს აძლევდა იმ ექსპერტებს, რომელთაც ჟვანიას გვამი გაკვეთეს. ვახტანგ კომახიძე კონკრეტულ დეტალებს არ ასახელებს, თუმცა, აცხადებს, რომ ერთ-ერთი მითითება შეეხებოდა ზურაბ ჟვანიას ტანსაცმელს, არასწორად შეკრულ ღილებს.
"ლევან სამხარაული შემდეგ საეჭვო ვითარებაში მოკლეს, მასზე ორი იარაღი იყო ერთდროულად ნასროლი, ახლა კი ეს ექსპერტები, რომლებიც იკითხებიან, ვერ იტყვიან, ვისგან იღებდნენ დავალებას. მაქსიმუმ მათ შეუძლიათ დაასახელონ ლევან სამხარაული. თუმცა, თავად ლევან სამხარაული ვისგან იღებდა მითითებას, ამის მთქმელი არავინ არის, იმიტომ, რომ თავად სამხარაული არის გარდაცვლილი", - განაცხადა ვახტანგ კომახიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1101
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია