დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - არსებობენ ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს, ეკლესიას და ასევე შესაბამის ღირებულებებს აშშ-ში
ავტორი:
2018/აპრილი/12 17:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze_d958d.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/487710-irakli-kobakhidze-arseboben-fsevdoliberaluri-dzalebi-romlebic-upirispirdebian-erovnul-thvithmyofadobas-tradiciebs-eklesias-da-aseve-shesabamis-ghirebulebebs-ashsh-shi.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - არსებობენ ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ეროვნულ თვითმყოფადობას...", "datePublished": "2018-04-12 12:50:39", "dateModified": "2018-04-12 12:50:39", "description": "„ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ რომ ლიბერალური ხელისუფლება, უფრო მეტიც, ყველაზე ლიბერალური ხელისუფლებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kobaxidze_d958d.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } „ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ რომ ლიბერალური ხელისუფლება, უფრო მეტიც, ყველაზე ლიბერალური ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში,- ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში აუცილებლად გაგრძელდება დემოკრატიის პროცესი, რაც საბოლოოდ ქვეყანაში ევროპული სტანდარტის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.

„ჩვენ ვეყრდნობით ისეთ ფასეულობებს როგორიცაა დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა, ზოგადად სამართლიანობა, თანასწორობა და შემწყნარებლობა. ამავდროულად, ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენ ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიას და რომლებიც, ასევე უპირისპირდებიან შესაბამის ღირებულებებს აშშ-ში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოში აუცილებლად გაგრძელდება დემოკრატიის პროცესი, რაც საბოლოოდ ქვეყანაში ევროპული სტანდარტის დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 881
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია