დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისში საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა
ავტორი:
2017/დეკემბერი/14 22:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/sagareokoreasharvashidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468662-thbilisshi-saqarthvelosa-da-koreas-shoris-diplomatiuri-urthierthobebis-damyarebis-25-tslis-iubile-aghinishna.html", "headline": " თბილისში საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა", "datePublished": "2017-12-14 18:42:01", "dateModified": "2017-12-14 18:42:01", "description": "საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ორგანიზებით, საქართველოსა და კორეას შორის დ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/sagareokoreasharvashidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის ორგანიზებით, საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებით რწმუნებულთან კიმ ინ ჰვანთან ერთად დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი შარვაშიძემ ისაუბრა საქართველოსა და კორეას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე მრავალი მიმართულებით. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც მისი განცხადებით ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა.

გიორგი შარვაშიძემ ასევე ისაუბრა ხალხთაშორის ურთიერთობებზე და კულტურულ კავშირებზე. ამ კონტექსტში კმაყოფილებით აღინიშნა ორი კორეელი პროფესორის მიერ შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ კორეულ ენაზე თარგმნა და გამოცემა.

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრნენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია