დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აგრობარათების დარიგება იმერეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს
ავტორი:
2014/მარტი/21 19:30:05
აგრობარათების დარიგება იმერეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს. როგორც "ინტერეპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, "მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში აგრობარათების დარიგება 17 თებერვლიდან დაიწყო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს "მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" მენეჯერი დავით კიკნაძე, იმერეთის რეგიონის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და "ლიბერთი ბანკის" იმერეთის რეგიონული ფილიალის მმართველი ვახტანგ დონდუა, დღეს "ლიბერთი ბანკის" ქუთაისის ფილიალში აგრობარათების დარიგების პროცესს გაეცნენ და ადგილზე მისულ ფერმერებს შეხვდნენ.
საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში, ფერმერებს სასოფლო–სამეურნეო ბარათებთან ერთად აგრობარათებიც ურიგდებათ. ეს პროცესი 17 თებერვლიდან დაიწყო და ფერმერებს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში პლასტიკური ბარათის აღება ექვსი თვის განმავლობაში შეეძლებათ.
"მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით" წელს, იმერეთის რეგიონში 164 292 ფერმერი ისარგებლებს, მათ შორის 115 553 ბენეფიციარს დაურიგდა ორი სახის ბარათი: სასოფლო-სამეურნეო ბარათი (ხვნის ბარათი - ერთ ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით) და აგრობარათი (სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად), რომელზეც დარიცხულია 50 ლარის შესაბამისი 50 ქულა.
აგრობარათი ფერმერს ურთიერთობას გაუმარტივებს ქვეყნის მასშტაბით პროექტში ჩართულ სასოფლო–სამეურნეო საქონლის მიმწოდებელ 900 მაღაზიასთან. მათ შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების პროდუქტი (სასუქები, სათესლე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მაღაზიაში.
ხვნის სამუშაოები აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. 22 აპრილის მონაცემებით უკვე მოხნულია 30 000 ჰა მიწის ფართობი.
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროგრამას სახელმწიფო ბიუჯეტი, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს.
"მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშოების ხელშეწყობის პროექტი" თებერვალში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება. პროექტით წელს დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 935
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია