დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის მერია საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ბიუჯეტის განხილვას რეგლამენტის დარღვევად მიიჩნევს
ავტორი:
2014/იანვარი/24 20:30:02
თბილისის მერია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის საკითხზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ქ. თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, სევდია უგრეხელიძის დღევანდელი მოთხოვნის საპასუხოდ ერთი კვირის ვადაში მოეწვია საკრებულოს სხდომა ქ. თბილისის ბიუჯეტის დასამტკიცებლად, საკრებულოს თავმჯდომარემ კანონსაწინააღმდეგოდ და თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება სხდომის დღესვე დანიშვნის შესახებ. მისი ეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება არის კანონსაწინააღმდეგო შემდეგ გარემოებათა გამო:
ქალაქ თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2-14 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის საკრებულოს რეგლამენტის" 65-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს სხდომაზე სამართლებრივი აქტის პროექტი არ განხილება თუ პროექტი არ იქნა განხილული საკრებულოს წამყვანი კომისიის (კომისიების) სხდომაზე. ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტი 2014 წლის 20 იანვარს განმეორებით წარდგენის შემდეგ არ ყოფილა განხილული წამყვანი კომისიების (მათ შორის ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის) მიერ. აქედან გამომდინარე, ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის განხილვა დღევანდელ სხდომაზე არის რეგლამენტის დარღვევა და ამ საკითხის განხილვის მიზნით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა საკრებულოს კომისიების მიერ დასკვნის წარმოდგენამდე არის უკანონო მოქმედება (ამ სხდომაზე ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება ასევე იქნება უკანონო). შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის 2014 წლის 24 იანვრის №9 განკარგულება არის კანონსაწინააღმდეგო და ბათილი აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მერია არ მიიღებს აღნიშნულ უკანონობაში მონაწილეობას. ამასთან ძალაში რჩება ქ. თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 24 იანვრის მოთხოვნა კანონით დადგენილი წესის დაცვით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ერთი კვირის ვადაში მოწვევის შესახებ. ამ ერთი კვირის განმავლობაში მზადყოფნას გამოვთქვამთ მონაწილეობა მივიღოთ კომისიების მუშაობაში, შევხვდეთ საკრებულოს ცალკეულ წევრებსა თუ საზოგადოების დაინტერესებულ წარმომადგენლებს და გავიზიაროთ მათი ყველა გონივრული წინადადება. ამასთან, თუკი ირაკლი შიხიაშვილი კანონმდებლობისა და თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ ერთი კვირის ვადაში კანონმდებლობის დაცვით არ მოიწვევს საკრებულოს რიგგარეშე სხდომას, ჩვენ მოვუწოდებთ საკრებულოს უმცირესობასა და უმრავლესობის წევრებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24- მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეიკრიბონ და იმსჯელონ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ", - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 938
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია