დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საბაჟოზე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე სემინარი მიმდინარეობს
ავტორი:
2014/სექტემბერი/17 10:30:02
საბაჟო პუნქტებზე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე სასტუმრო "რედისონში" სპეციალური სემინარი მიმდინარეობს. სემინარზე განხილვის საგანია როგორ უნდა მოხდეს საბაჟოებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის მიმართ სათანადო ღონისძიებების გატარება. სემინარს საბაჟოს თანამშრომლებისათვის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მასპინძლობს. ღონისძიება გათვლილია, როგორც ქართველი ასევე, მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.
"მნიშვნელოვანი თემაა, რასაც ხშირად არ ვაკვირდებით ხოლმე და რაც დაკავშირებულია ადამიანების უსაფრთხოებასთან და უვნებლობასთან. მაგალითად, წარმოიდგინეთ, ქვეყანაში ყალბი წამლების შემოტანა ან უხარისხო სამუხრუჭე საშუალებების შემოტანა. ეს უსაფრთხოების მხრივ ქმნის პრობლემებს და ამის არდაშვება მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც არის საქართველო- ქვეყანა, რომელიც ცდილობს ინვესტიციების მოზიდვას. მნიშვნელოვანია, საქართველომ აჩვენოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე ზრუნვა", - განუცხადა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.
"საქპატენტის" ხელმძღვანელის ნიკოლოზ გოგელიძის შეფასებით კი, ინტელექტუალური საკუთრების დარღვევით წარმოებული პროდუქციის გამოვლენის მხრივ, ბოლო პერიოდში საბაჟო ეფექტურ ღონისძიებებს ატარებს.
"ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც ეხება სასაზღვრო ღონისძიებებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან მიმართებაში. აღნიშნული კანონი სახელმწიფოს ავალდებულებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების მფლობელთა მოთხოვნით, საზღვარზე იმპორტირებული ტვირთი შეამოწმოს და შესაბამისი ზომები მიიღოს, თუკი აღმოჩნდება, რომ შემოტანილი საქონელი უფლებების დარღვევით არის წარმოებული. აღნიშნულ სფეროში დიდი წარმატებები გვაქვს ბოლო ორი წლის განმავლობაში. საბაჟომ ეფექტურად დაიწო კანონის აღსრულება", - აცხადებს ნიკოლოზ გოგელიძე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 983
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია