დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით საგანელიძე ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის წევრებს შეხვდა
ავტორი:
2013/სექტემბერი/26 15:00:02
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის ირანელ დეპუტატებთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარ თემა საქართველოში ირანული ბიზნესპროექტების განხორციელება იყო.
საგანელიძე დღეს ირანის ისლამური საბჭოს მეჯლისის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უშიშროების კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაგეგმილია სერიოზული პროექტები, მათ შორის სტრატეგიული მნიშვნელობის.
"საუბარი ეხებოდა ბიზნესპროექტებს, სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც შეიძლება საქართველოში ირანელი ინვესტორების მხრიდან განხორციელდეს. ამასთან დაკავშირებით მათ ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება აინტერესებდათ. საკითხი ეხება არამხოლოდ ენერგომატარებლების საქართველოში შემოტანას, არამედ კერძო ბიზნესპროექტებში ირანელი ინვესტორების მონაწილეობას", - განუცხადა ჟურნალისტებს საგანელიძემ.
მისივე თქმით, "ირანი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი უნდა იყოს და საქართველოში ორხელისუფლებიანობის დასრულების შემდეგ, ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება".
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1256
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია