დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე ყველას ურჩევს ოლიმპიადის დროს დაფიქსირებულ "წვრილმანებს" დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევენ
ავტორი:
2014/თებერვალი/10 14:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ყველას ურჩევს, სოჭის ოლიმპიადის დროს დაფიქსირებულ "წვრილმანებს" დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევენ. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებდა სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს რუკაზე, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადგილზე ღრუბლებს და ტრიბუნაზე ე.წ ოსური დროშის გამოჩენას. "საქართველოს რუკას რაც შეეხება, ეს იყო სატელიტური ფოტო, რომელზედაც შეიძლებოდა ყოფილიყო ღრუბელი. მე ამას არ აღვიქვამ, როგორც პროვოკაციას. მთავარია ის, რომ ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს რუკა არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს - მთლიანი, ქართული და ინგლისური წარწერებით. ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, მე, ყველას ვურჩევ, რომ წვრილმანებზე ამხელა ყურადღებას ნუ გავამახვილებთ. რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას შეიძლება რაღაც დროშა ჰქონდეს, ვიღაცას რაღაც მაისური ეცვას სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე, ეს არ არის ოფიციალური პოზიცია. ეს არის კონკრეტული ადამიანების თვითგამოხატვის სურვილი, რისი უფლებაც მათ აქვთ. აქედან გამომდინარე, ამასაც ოფიციალური რეაქციის ღირსად მე არ მივიჩნევ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1180
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია