დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ჭეშმარიტი დემოკრატიის დამკვიდრება
ავტორი:
2014/სექტემბერი/01 10:30:02
ჩვენ აგვირჩიეს, რათა მკვეთრად გავემიჯნოთ წარსულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე საერთაშორისო ლიდერთა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანია მისმა მთავრობამ კარგად დაიმახსოვროს და ხალხსაც შეახსენოს, რომ საქართველო ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ახალგაზრდა დემოკრატიაა.
"რასაკვირველია, ჩვენს წინაშე დგას ბევრი რთული საკითხი, მაგრამ მე ვამაყობ იმ პროგრესით, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ მართლმსაჯულების სისტემისა და მთლიანად ხელისუფლების რეფორმირებს კუთხით, რაც ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესებას და გაძლიერებას გულისხმობს. ჩვენს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ჭეშმარიტი დემოკრატიის დამკვიდრება, რომელიც ღიაა და ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე და იცავს კანონის უზენაესობას. მე გულისყურით ვეკიდები ქართველი ხალხის, საქართველოს თითოეული მოქალაქის საჭიროებებსა და მისწრაფებებს, არა მხოლოდ მათი, ვინც ხმა მისცა ჩვენს პარტიას, არამედ ყველა მოქალაქის, ვისთვისაც განკუთვნილია ჩვენი დემოკრატიისა და ეკონომიკის მიერ შეთავაზებული ყველა სარგებელი. ჩემი მოვალეობაა ქვეყნის წინსვლაზე ზრუნვა. ჩვენ აგვირჩიეს, რათა მკვეთრად გავემიჯნოთ წარსულს. ხალხი ითხოვს ქმედით დემოკრატიას, ქმედით ეკონომიკას, და თავისუფალ და უსაფრთხო სახელმწიფოს, რომელიც ყოველ დღე ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა მთავრობამ კარგად დაიმახსოვროს და ხალხსაც შეახსენოს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ახალგაზრდა დემოკრატია ვართ. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა საქართველომ გაამართლოს თავისი რეპუტაცია, როგორც რეგიონში წამყვანმა დემოკრატიამ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს და მონაწილეებს სულისკვეთებისა და ენთუზიაზმისათვის და მათ წარმატებული საქმიანობა უსურვა.
საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი "დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში" თბილისში დღეს გაიხსნა და 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია