დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თინა ხიდაშელი - ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ მერის არჩევის ბარიერმა აიწიოს
ავტორი:
2014/იანვარი/17 14:30:02
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, მმართველ გუნდში არსებობს თანხმობა მერის არჩევის ბარიერის გაზრდასთან დაკავშირებით. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მთავარია, რას გადაწყვეტს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი.
ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ბარიერის გაზრდის თემას გუშინდელ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეეხო. მისი თქმით, ხელისუფლების სურვილია მერების არჩევა 40%-იანი ბარიერის პირობებში მოხდეს, ხოლო რაიონებთან მიმართებაში დაახლოებით 33%-იანი ბარიერი დაწესდეს.
"თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბარიერის გაზრდასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. განიხილება სხვადასხვა ვარიანტები და საუბარი მხოლოდ ამ ბარიერზე არ არის. პარტიებისთვის დაწესებული ბარიერის დაწევაზეც მიდის მსჯელობა. შექმნილია ინტერპარტიული ჯგუფი და ამიტომ იმის მიუხედავად, თუ რა პოზიციაზე ვართ, ვიდრე პოზიციები ინტერფრაქციულ ჯგუფში არ შეთანხმდება და შეჯერდება, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბრისგან თავს შევიკავებდი. კი, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ მერის არჩევის ბარიერმა აიწიოს. ჩვენი დამოკიდებულება და პოზიცია ასეთია - ვნახოთ, რას გადაწყვეტს საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" თინა ხიდაშელმა.
ცნობისთვის, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებისას, მერი მხოლოდ თბილისშია პირდაპირი წესით არჩეული და დაწესებულია 30%-იანი ბარიერი. კოალიცია "ქართული ოცნება", რომელიც თვითმმართველობის რეფორმას გეგმას, მერის პირდაპირი წესით ასარჩევად, არჩევნების ჩატარებას ყველა თვითმმართველ ქალაქში აპირებს. პირდაპირი წესით აირჩევიან გამგებლებიც.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია