დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგა ბოკერია - მთავრობა დაკავებულია დემოკრატიული ოპოზიციის დევნით
ავტორი:
2014/აპრილი/12 23:30:02
მთავრობა დაკავებულია კრიმინალების, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალების წახალისებით და დემოკრატიული ოპოზიციის დევნით, იმიტომ, რომ ეს არის ოლიგარქ ივანიშვილის კაპრიზი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერია პარტიის დანარჩენ ლიდერებთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან იმყოფება, სადაც ამ დროისთვის გიგი უგულავას დაკითხვა მიმდინარეობს. საგამოძიებო სამსახურის წინ კი შეკრებილი არიან, როგორც უგულავას მხარდამჭერები, ასევე "ახალგაზრდული ცენტრის" აქტივისტები.
"ეს არის სამწუხაროდ ნაწილი იმ პოლიტიკის, რასაც ვხედავთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ერთი მხრივ, რეპრესიები, დაჭერები იმ პოლიტიკური ოპონენტების, ვისი ხმის გაგონება და კრიტიკა ივანიშვილს არ სიამოვნებს და მეორე მხრივ, ორგანიზება ასეთი სამარცხვინო ჯგუფების, რომლებიც დაუსჯელად ცდილობენ ძალადობა ჩაიდინონ. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პოლიტიკური დავალებაა დე ფაქტო მმართველის, ოლიგარქ ივანიშვილის მხრიდან და მისი მარიონეტის, ღარიბაშვილის მხრიდან, რომ პროკურატურის და სამართალდამცავთა ძირითადი საქმე იყოს არა ბრძოლა კრიმინალთან, არამედ ამ ტიპის ქმედებების ჩადენა და ამ ტიპის მოკრიმინალო ადამიანებთან თანამშრომლობა. მთავრობა დაკავებულია კრიმინალების, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალების წახალისებით და დემოკრატიული ოპოზიციის დევნით. იმიტომ, რომ ეს არის ოლიგარქ ივანიშვილის კაპრიზი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამ დროისათვის საგამოძიებო სამსახურთან სიმშვიდეა, ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1126
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია