დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ივლიანე ხაინდრავა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა
ავტორი:
2014/ივლისი/02 14:30:02
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ივლიანე ხაინდრავა დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა.
ივლიანე ხაინდრავა 1992-1995 და 2004-2008 წლების მოწვევის პარლამეტის წევრი იყო. საპარლამენტო საქმიანობის პერიოდში იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ევროინტეგრაციის კომიტეტის, აფხაზეთის საქმეთა და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიების, სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ინიციატივის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში "რესპუბლიკური ინსტიტუტი" და "განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი – პლურალიზმის ცენტრი", იყო რეიგან–ფასელის დემოკრატიული კვლევების პროგრამის მოწვეული მკვლევარი (დემოკრატიის კვლევების საერთაშორისო ფორუმი, ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის, ვაშინგტონი, აშშ). 2012 წლიდან - საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის გამგეობის წევრი.
ივლიანე ხაინდრავა რესპუბლიკური პარტიის წევრია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია