დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ აბაშიძე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/14 17:30:02
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ აბაშიძე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა.
პარლამენტის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა საოკუპაციო ხაზზე და რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლებაზე. ასევე, მათი მხრიდან ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მდგომარებაზე.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას საპრეზიდენტო არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მაქსიმალურად ობიექტურად ჩატარდება და ყველა მოქალაქეს თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეეძლება.
ზურაბ აბაშიძემ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ დელეგაციასთან ერთად, 11-14 ოქტომბერს ქ. დუბროვნიკში, ნატო-ს საპარალმენტო ასამბლეის რიგით 59-ე საშემოდგომო სხდომაში მიიღო მონაწილეობა. დუბროვნიკის სხდომას ესწრებოდნენ ნატო-ს 28 ქვეყნის 340-მდე პარლამენტარი და ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპული ქვეყნების დელეგაციები.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბერძენიშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბარამიძე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია