დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოფიო ქაცარავამ ბელგიის დელეგაციასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/05 16:00:05
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/qacarava_9f5a8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455996-sofio-qacaravam-belgiis-delegaciasthan-ormkhrivi-shekhvedra-gamartha.html", "headline": "სოფიო ქაცარავამ ბელგიის დელეგაციასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა", "datePublished": "2017-10-05 12:00:02", "dateModified": "2017-10-05 12:00:02", "description": "ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის ფარგლებში, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/qacarava_9f5a8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის ფარგლებში, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი სოფიო ქაცარავა ბელგიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრის მთავარი თემა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სოფიო ქაცარავას ბრიუსელში ვიზიტი დაგეგმვა იყო. შეხვედრაზე მხარეებმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოში გატარებულ რეფორმებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს.

ბელგიის დელეგაციის წევრმა სტეფან კრუსნიერმა საქართველოსა და ბელგიას შორის ეკონომიკურ კავშირებსა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა და
მხარეები თანამშრომლობის შემდეგ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

„ჩვენს ბელგიელ კოლეგებთან ერთად ვისაუბრეთ საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე, ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობასა და ჩვენს მიერ წარმატებით ჩატარებული ღონისძიების შესახებ, ასევე განვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები- კონფლიქტისა და ადამიანის უფლებების საკითხები ”, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია