დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნიკა მელია მზად არის დავით ნარმანიასთან დებატებისთვის, თუნდაც ეს ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემაში შედგეს
ავტორი:
2014/ივლისი/08 20:30:02
"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია მზად არის დავით ნარმანიასთან დებატებისთვის, თუნდაც ეს ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემაში იყოს, - ამის შესახებ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს თავის საარჩევნო შტაბში განუცხადა.
ნიკა მელიამ კომენტარი გააკეთა ხვალ, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაგეგმილ დებატებზე მერობის კანდიდატებს შორის და აღნიშნა, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ბოლო პერიოდში ისე წარმოაჩინა, თითქოს ნიკა მელია არ იყო ნარმანიასთან დებატების გამართვის მომხრე.
"როგორ შეიძლება არ ვიყო თანახმა გავმართო დებატები ადამიანთან, ვისაც დედაქალაქის მერობის სურვილი აქვს. თბილისელები იმსახურებენ ამას, ჩემთვის გაუგებარია ნამდვილად, რატომ თქვა ბატონმა ნარმანიამ და მისმა გუნდმა უარი ოთხ ტელევიზიაში დებატების გამართვაზე მაშინ, როცა ჩემი თანხმობა იყო. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სტუდიაში მე მარტო ვიჯექი. ჩვენ მიწვევა გვაქვს "რუსთავი 2"-ზე, "იმედზე" და ასევე "მაესტროში". გამომდინარე აქედან, საწყენია, რომ იგი და მისი გუნდი არ ენდობა ჟურნალისტებს. საუბრობს, რომ ნეიტრალური წამყვანი უნდა იყოს, რათა წარმართოს დებატები. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ეს არის ის, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილის საავტორო გადაცემა არ არის დაწყებული, თორემ სიამოვნებით. ყველაფერი იქით მიდის, რომ იქიდან მივიღებდი მოწვევას და თუნდაც ბატონ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობითაც მივიღებდი იმ დებატებში მონაწილეობას. ძალიან მიხარია, რომ ბატონი ნარმანია მზად არის, ხვალ გამოცხადდეს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" და მიიღოს მონაწილეობა დებატებში", - აღნიშნა ნიკა მელიამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1018
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია