დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე სამგორის მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/04 13:00:03
პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი დღეს სამგორის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მისთვის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, რომ შეხვედრებს მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა ესწრება და ისინი იმედის თვალით უყურებენ 27 ოქტომბერს მის პრეზიდენტად არჩევას.
"მე ამ ადამიანებს ვპირდები, რომ ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც მათ აწუხებთ აუცილებლად მოგვარდება ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ეს უპირველეს ყოვლისა ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში მავთულხლართები აღარ იყოს და ჩვენს გულზე და ჩვენს მიწაზე საზღვრები არ გადიოდეს, ის საზღვრები, რომელიც უკანონოა და აბსოლუტურად მიუღებელია. მე ვპირდები ადამიანებს, რომ სამართლიანობა აუცილებლად აღდგება! სამართლიანობა აღდგება ყველგან და ყველასთვის და არ იქნება გამონაკლისი არავისათვის. მე ვპირდები ადამიანებს იმას, რომ წარვმართავ ისეთ საგარეო და საშინაო პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სწორ გზაზე დაყენებას და მოსახლეობის პრობლემების ეტაპობრივ მოგვარებას. მე ვხედავ რომ ადამიანებს სჯერათ ამ სიტყვების, ისინი ხედავენ, რომ მე მაქვს ძალა, უნარი და კომპეტენცია ამ დაპირებების შესრულებისა", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი დარწმუნებულია, რომ მათი მხარდაჭერით გამარჯვებას აუცილებლად მოიპოვებს.
"ეს გამარჯვება არ იქნება ჩემი, ან მარტო ჩემი მომხრეების გამარჯვება, მე ვპირდები ქვეყანას რომ ჩემი გამარჯვება, ყველას გამარჯვება და ქვეყნის გამარჯვება იქნება!", - დასძინა მან.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია