დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილმა ჰერმან ვან რომპეის მადლობა გადაუხადა
ავტორი:
2014/მარტი/22 11:30:03
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპის საბჭოს პრეზიდენტს, ჰერმან ვან რომპეის შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა ჰერმან ვან რომპეის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ივნისში გადმოტანასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა.
უსუფაშვილის განცხადებით, ეს ფაქტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.
"ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე კიდევ უფრო გაიზრდება და მზად უნდა ვიყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლებს, გვჭირდება არგუმენტები საკუთარ ხალხთან სასაუბროდ, თუ რა სიკეთეებს უნდა ველოდოთ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე.
შეხვედრაზე ჰერმან ვან რომპეიმ დავით უსუფაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა ევროპისკენ სწრაფვაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1124
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია