დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი აბაშიშვილი - საქართველოს პრეზიდენტმა იტალიაში აფხაზეთში მიმდინარე ე.წ წვრთნები გააპროტესტა და არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე ისაუბრა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/16 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/abashishvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457907-giorgi-abashishvili-saqarthvelos-prezidentma-italiashi-afkhazethshi-mimdinare-ets-tsvrthnebi-gaaprotesta-da-araghiarebis-politikis-gadzlierebaze-isaubra.html", "headline": "გიორგი აბაშიშვილი - საქართველოს პრეზიდენტმა იტალიაში აფხაზეთში მიმდინარე ე.წ წვრთნები გააპროტესტა და...", "datePublished": "2017-10-16 15:15:57", "dateModified": "2017-10-16 15:15:57", "description": "პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/abashishvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოსა და იტალიის პრეზიდენტებმა როგორც ორმხრივ, ისე გაფართოებულ შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე, რომელიც ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ საკითხებს მოიცავს.

მისივე თქმით, იტალიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ახალი სტიმულია ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისათვის. "აღინიშნა ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების მიმართულებით და, რომელსაც ათვისება სჭირდება. იტალიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ნამდვილად არის ახალი სტიმული ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისათვის", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა იტალიაში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის კომენტირებისას.

მისი თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან და ნატო-სთან. "კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა იტალიის მხარდაჭერას ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით და ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტმა იტალიის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე, ამ ე.წ. წვრთნების შესახებ, რომელიც ხორციელდება რუსების მიერ და ყურადღება გაამახვილა რუსული მცოცავი ოკუპაციის საკმაოდ სავალალო შედეგებზე", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, იტალიის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით და მკაფიოდ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და თანამშრომლობის გაღრმავების დიდი იმედი გამოთქვა. საქართველოს პრეზიდენტმა იტალიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, იტალიის პრეზიდენტი კი, სიამოვნებით დათანხმდა ამ შეთავაზებას.

აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 753
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია