დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კონსტანტინე კუბლაშვილი - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება არავის აქვს
ავტორი:
2014/მარტი/19 15:00:03
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ნინო გვენეტაძის, თამარ ლალიაშვილის, მერაბ ტურავასა და მურმან ისაევის საკითხს ეხმაურება.
როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება არავის აქვს.
მისივე თქმით, როგორც ცნობილია, რამდენიმე მოსამართლეს პრეტენზია აქვს სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით. კუბლაშვილის განმარტებით, გასულ წელს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განიხილა მათი საკითხი და გარკვეული დასკვნა გააკეთა, თითქოს საქმე დასაბუთებული არ იყო. კომიტეტს ჰქონდა სურვილი, საკითხი პარლამენტის სესიაზე გაეტანა, თუმცა როგორც კოტე კუბლაშვილმა აღნიშნა, კომიტეტისგან განსხვავებით, პარლამენტის ბიურომ სხვა გადაწყვეტილება გამოიტანა. მისივე მოსაზრებით, სამართლებრივად სწორი არ იქნებოდა, პარლამენტის სესიაზე აღნიშნული საკითხის გატანა.
ამასთან, მისივე თქმით, პარლამენტმა საკითხი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეაგირებისთვის გადაუგზავნა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის საკითხის გადაგზავნა შედეგის მომტანი ვერ იქნებოდა, რადგან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლის უფლება სასამართლოს გარდა არავის აქვს.
"კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება არავის აქვს. ბუნებრივია, ჩვენი სხდომაც ასე დამთავრდა, რადგან ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელსაც გავუგზავნით საქართველოს პარლამენტს და ვაცნობებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს არანაირი უფლებამოსილება გადახედოს უკვე მიღებულ და კანონიერ ძალაში შესულ საქმეებს და გადაწყვეტილებას, სამართლებრივად ძალიან მარტივი საკითხია", - აღნიშნა კოტე კუბლაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა არსებობს. მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ დასკვნა თავად სადისციპლინო სამართალწარმოების შესახებ კანონზე დაწერა.
შეკითხვაზე, ნინო გვენეტაძეს, თამარ ლალიაშვილს, მერაბ ტურავასა და მურმან ისაევს რა შემთხვევაში შეიძლება უფლებამოსილება აღუდგეს, კოტე კუბლაშვილმა უპასუხა, რომ ეს თავად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმეა და სასამართლო ხელისუფლება ამაში არ და ვერ ჩაერევა.
ნინო გვენეტაძეს, თამარ ლალიაშვილს, მერაბ ტურავასა და მურმან ისაევს მოსამართლის უფლებამოსილება 2006 წელს პარლამენტმა შეუწყვიტა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია