დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი - საუბარი იყო იმაზეც, თუ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ საზღვრების გაძლიერების და საკანონმდებლო რეგულაციების მიმართულებით
ავტორი:
2017/დეკემბერი/05 00:30:02
../photo/2015_02/0-1aDekemb-2014/sesiashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466741-irakli-sesiashvili-saubari-iyo-imazec-thu-ra-qmedithi-nabijebi-unda-gadavdgath-sazghvrebis-gadzlierebis-da-sakanonmdeblo-regulaciebis-mimarthulebith.html", "headline": "ირაკლი სესიაშვილი - საუბარი იყო იმაზეც, თუ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადავდგათ საზღვრების გაძლიერების...", "datePublished": "2017-12-04 20:38:11", "dateModified": "2017-12-04 20:38:11", "description": "საერთო სურათი მეტ-ნაკლებად შეკრულია და ჩვენ ამ მხრივ არსებულ კითხვებზე პასუხები მივიღეთ, - ამის შესა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-1aDekemb-2014/sesiashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საერთო სურათი მეტ-ნაკლებად შეკრულია და ჩვენ ამ მხრივ არსებულ კითხვებზე პასუხები მივიღეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, ანტიტერორისტული ოპერაციის თაობაზე სუს-ის უფროსის მოსმენის შემდეგ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიების ბოლომდე მისვლა ყველა იმ საჭირო ინფორმაციას დაადგენს, რაც საზოგადოებას აინტერესებს.

"გამოძიება მიმდინარეობს, მას აქვს თავისი ინტერესები. ხდება სხვადასხვა ინფორმაციის, კონკრეტული ფაქტების გადამოწმება. ჩვენი პარტნიორები მნიშვნელოვნად გვეხმარებიან სხვადასხვა ექსპერტიზების უზრუნველყოფაში. საერთო ჯამში, საერთო სურათი მეტ-ნაკლებად შეკრულია და ჩვენ ამ მხრივ არსებულ კითხვებზე პასუხები მივიღეთ. თუმცა, გამოძიებას აქვს კიდევ თავისი მიმართულებები, შესაბამისად, ჩვენ გაგვიჭირდება და ალბათ თავს უფლებას არ მივცემთ, რომ რაღაც კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბროთ. უკვე შემდგომი ღონისძიებები, რომელიც დღესაც კი ტარდება, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე და დადგინდეს ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რაც ყველას ერთად გვაინტერესებს", - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, საუბარი ასევე ეხებოდა იმ ქმედით ნაბიჯებს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაა გადასადგმელი. "საუბარი იყო არა მხოლოდ იმაზე, თუ რა ფაქტთან გვქონდა საქმე, არამედ იმაზე, თუ რა მხრივ შეგვიძლია ჩვენ, ქმედითი და აქტიური ნაბიჯები გადავდგათ. მათ შორის ეს შეეხება საზღვრების გაძლიერებას, ოპერატიულ მოქმედებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო რეგულაციას", - აღნიშნა სესიაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია