დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი მოლდოვას პრემიერ-მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2017/ნოემბერი/29 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/margvela_38479.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/465757-giorgi-margvelashvili-moldovas-premier-ministrs-shekhvda.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი მოლდოვას პრემიერ-მინისტრს შეხვდა", "datePublished": "2017-11-29 12:41:29", "dateModified": "2017-11-29 12:41:29", "description": "საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოლდოვას რესპუბილიკის პრემიერ-მინისტრთან პაველ ფილიპოვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/margvela_38479.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოლდოვას რესპუბილიკის პრემიერ-მინისტრთან პაველ ფილიპოვთან შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შედეგები, ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის საკითხები განიხილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პაველ ფილიპოვს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ საქართველო ასევე მხარს უჭერს მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მხარეებმა შეხვედრისას საქართველო-მოლდოვას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მიმართულებით მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

მოლდოვას პრემიერს, რომელიც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, საქართველოს პრეზიდენტმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან, რუსეთის აგრესიულ ქმედებებთან, მავთულხლართების გავლების პროცესთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და აღინიშნა, რომ 2017 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, მოლდოვასთან სავაჭრო ბრუნვის 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში მერაბ ანთაძე ესწრებოდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 780
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია