დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიძინა ივანიშვილი - უჩა მამაცაშვილი არის უპატიოსნესი და გულწრფელი ადამიანი
ავტორი:
2014/მარტი/19 00:30:03
რასაც წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ინაწილებდნენ, დღეს ხმარდება სახელმწიფოს და ამაში ლომის წვლილი მიუძღვის უჩა მამაცაშვილს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.
ივანიშვილმა დაადასტურა, რომ მამაცაშვილი მისი დეიდაშვილია და ის თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელია, თუმცა, მის მიერ "ბიზნესის დაყაჩაღების" შესახებ ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას "სიცრუე" უწოდა.
"უჩა მამაცაშვილი არის ჩემი დეიდაშვილი და ნათესავებში ყველაზე მეტად მიყვარს, რამეთუ არის უპატიოსნესი და გულწრფელი ადამიანი. მისი დედა ჩემთვის იყო ადამიანობის სიმბოლო. უჩაც ძალიან წესიერი და კარგი ადამიანია. რაც შეეხება ბიზნესს და მასზე ყაჩაღობას, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თავისი სამრეკლოდან იყურებიან და თავისი ხელწერით საუბრობენ. მე საზოგადოებას ვაძლევ პატიოსან სიტყვას, რომ ის, რასაც ადრე ინაწილებდნენ "ნაციონალები", დღეს ყველაფერი ხმარდება სახელმწფიოს და უჩას ამაში ლომის წვლილი აქვს, თითოეული "კაპიკი", რაც სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ხმარდება ისევ სახელმწიფოს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მამაცაშვილი აქტიურადაა ჩართული საქართველოსთვის სატრანზიტო ფუნქციის აღდგენის საკითხშიც. "უჩა ერთი კვირის წინაც იყო ბაქოში, რომ საქართველომ თავისი სატრანზიტო ფუნქცია აღადგინოს. რაც შეეხება იმას, რომ უჩა ბიზნესს აყაჩაღებს, ამაზე პასუხს არ გავცემ - ისევ სიცრუით უნდა "ნაციონალურ მოძრაობას" გავიდეს ფონს", - აღნიშნა ექსპრემიერმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია