დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები წარადგინა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/09 19:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/veteranebiushishroebaze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456618-thavdacvis-komitetis-skhdomaze-veteranebis-saqmetha-sakhelmtsifo-samsakhurma-2018-tslis-biujetis-dzirithadi-prioritetebi-tsaradgina.html", "headline": "თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პ...", "datePublished": "2017-10-09 15:14:30", "dateModified": "2017-10-09 15:14:30", "description": "პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომას პარლამენტის ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/veteranebiushishroebaze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე ხელმძრვანელობდა.

სხდომას ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და დირექტორის მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე და ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვარლამ ბზიკაძე.

კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ხურციძემ 2018 წლის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები წარადგინა. კერძოდ ისაუბრა რეგიონული სამმართველოების განვითარების აუცილებლობაზე, პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტებზე, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე, სამხედრო ჰოსპიტალის მშენებლობის გეგმებზე და სხვა უწყების საჭირბოროტო საკითხებზე.

კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პარლამენტის წევრებმა. მათ შორის, საპარლამენტო ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ენძელა მაჭავარიანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა და სხვებმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია